X X X


უცნაურ  აპრილს სიცოცხლის კაბა
ისე უხდება,  მთებს აამწვანებს...
გაბუტულები არიან ახლა მზემ რომ აკოცა იასამანებს.
შორს, მთები კიდებს ლურჯ ზეცას ხელებს,
თრთის  ჰორიზონტი  მართლაც ღვთიური
და სწორედ ახლა  ვუმხელდი ძეწნებს
სასწაული ხარ ქვეყნად ხილული...
რომ შენ დაბადე  სუნთქვა ყვავილთა
შენახულ  ღვინის პირსავსე დოქად!
რადგან ეს  ღამე  აღარ გავიდა,
მთვარეს გაჩუქებ  თმის "აბადოკად".
გავშლი ვარსკვლავთა მბრჭყვინავ ხალიჩას,
წლებიც დაიწყებს  თან გალაღებას
თავს გაზაფხული  ვერ იმორჩილებს,
რომ არ დაუკრას შენს დაბადებას!
პეპლების ფრთებით გიგზავნი ბარათს,
ვარსკვლავთვალებავ,  ღამეში ამდროს
გულში მიღვივებ  იმედის ძალას,
შორს, ფიზიკურთან ფიქრების  ახლოს.           
             ზურაბ  ჭიოკაძე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი