ერთი გოგონა.
გაზაფხულის სუნს, აფეთქებს ბაღი. ამ სურნელის აფრქვევს ერთი გოგონა. ჩქეფს მის თვალებში განვლილის დაღი, მთელი ცხოვრების ჭიაკოკონა. ფიქრს გავს ქარიანს, თოვა ყვავილთა. იღვიძებს ნაზათ გარე სამყარო. ოცნების ტევრში, მთვარე ჩავიდა.! შენს ძილს მინდა რომ გადავაფარო! ციდან გეკრიფოს ცის ვარსკვლავები. ვწერო შენზე და ვიყო ამაყი. შევძლო დავხატო შენი თვალები, ვით რაფაელის კალმის ნახატი. ჯერ ისევ მარტი გვიჩვენებს ძალას. ხეები კვირტში ნაყოფსს სახავენ. ატმები თავად იგლეჯენ კაბას, შენს მშვენებას რომ დაინახავენ. ვარდის ყვავილი დგას დაძაბული, შურს რომ შენ გაქებს, ჩემი სამყარო. იქნება ცოდვა თვით გაზაფხული, სხვა გოგონა რომ მას შეადარო! მარტის ბოლოა, დედოფალ ტყემლებს, უხეში ქარი ფიფქებათ გაცლის და როგორც სკვერში სკამს მიტოვებულს, შენზე ფიქრები მათოვს და მაწვიმს. ზურაბ ჭიოკაძე 30. მარტი. 2020წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი