გიორგი სააკაძეს.


ქაართლის მიწაზედ  დავაბიჯებდი
           როცა  ბავშვობა  სხეულს ამკობდა .
           ჩვენს ერთაწმინდას  ვაკვირდებოდი,
           და  საქართველოს არაკს ამბობდა.
                სად არ მატარა ბედმა მსახვრალმა,
                მიწა დამქონდა მუდამ  ქართული.
                გამომარჩია ხედვამ მართალმა, 
                ზღაპრადაც იქცა ბავშვის  წარსული.       
          მიბოძეს ხმალი. მიწოდეს ცუდი,
          დამცინეს, მლანძღეს,   გამაგდეს ბოლოს.
          არ მომიხდია კაცური ქუდი,
          რა კაცი ჰქვია რომ სხვას ემონოს!
               ზურნის ჭყვიტინი რით გავს სალამურს?
               გვიღალატეო, ცილი დამწამეს!
               მომგლიჯეს ფესვებს გრილს და საამურს.
               ამით  კი ჩემი სული აწამეს!
          მეთქვენ მიყვარდით! ხომ იცის ღმერთმა,
          წასვლას თან სული ამოვატანე.
          ჩემი ის ხმალი  სისხლი  რომ შესვა,
          ქართლში  ჩვენს  არწივთ გამოვატანე.
                 თქვენ მაიძულეთ და  ბაზალეთმაც
                 მაგრამ ეს დამრჩა ახლა  არაკათ.
                 გადავიხვეწე და გულ ნაღვენთმა.
                 შვილთა  სიცოცხლე  დავდე  ზვარაკათ.
            არ ვიცი რატომ,  როგორ  შევძელი?
            ქართლის  მიწაში  "მარაბდამ" ავმა.
           ჩემს ბებერ  გულში დავკრძალე შუღლი,
           ისიც კი დასწვა  პაატას  თავმა.
   მაგრამ მდინარე უკუ არ მიდის
   ტკბილია შენი კერა, მამული.
   და როცა კაცი თავის ვალს იხდის ,
   შეგნებული აქვს  იქვე   წარსული.    
            ოჰ ....    საქართველოვ ,  შენ ჩემო სუნთქვავ!
            შენ ჩემო  ხალხო ,    შენც  ჩემო ხმალო!
            კვლავ  სხვის მიწაზედ  პაემანს ვუთქვამ,
            ქართლის ბეღურებს მაწვიეთ ხალხნო!
      ჩემს მოვის პერანგს,  სისხლით  გაფერილს.
      დაფლეთილს, დაჭრილს ,   სადღაც დაკარგულს.
      ჩემთვის სამშობლო წააგავს მუხას 
      და ვერ ავითან ფესვებ გადარგულს!
              მომძებნეთ,   მინდა ქართლში წამიღოთ!
              ნოსტეში მინდა  დამარხოთ ძვლები!
             მინდა ეს მადლი მაინც გაიღოთ 
             რადგან   მე აქაც ქართველად  ვრჩები.
                                                                 ზურაბ   ჭიოკაძე
                                                                         2017წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი