მე რომ გიყვარდე, რა გენაღვლება?


მე რომ  მიყვარდე, რა გენაღვლება?
მეყვარები  და არ შეგაწუხებ!
მადლიერიც კი ვიქნები კარგო!
თუ შენთან ყოფნის წუთებს მაჩუქებ.
მე ამაყივარ  და  არ გაწუხებ!
არ მეზარება თუმც შენთვის გარჯა!
შენ თუ ვერასდროს  ვერ შემიყვარებ,
სულ არ ვაპირებ ჩემით შენს  ტანჯვას.
მე ჩემს სიყვარულს დავამტკიცებ თუნდ მოტაცებით.
მაგრამ არ ვფიქრობ რომ იქნება ჩემთვის გმირობა. 
სიყვარული ხომ მაშინაა ამაღლებული,
თუ  ამ სიყვარულს  შეერწყმება შენი  ზრდილობა!

ზურაბ ჭიოკაძე 2018წ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი