როცა არ ვიქნები.
როცა არ ვიქნები! როცა არ ვიქნები, ნეტა რას იტყვიან, ანდა რას მოუწევს დარჩეს წარსულიდან, ეს მხოლოდ მეცხრე ცის მკვიდრებმა იციან, ვის მოვაგონდები თავის სასთუმლიდან? ვინღა გამიხსენებს, ბარათს ამქვეყნიურს, სევდის მელნით პოეტს , ვგავდე სულიერი, ვინ მომეფერება გულში დაბუდებულს, ალბათ გახსენება, მხოლოდ წამიერი. მერე წვიმათ მოვალ, ცის ცრემლათ ვიტირებ! ალბათ აქ დავრჩები მხოლოდ ლექსებიდან, რომ აღარ ვიქნები ნეტავ თუ იტვირთებთ, ლამაზ მოგონებას, ჩემი დრიურიდან. ნეტავ თუ მომძებნით ან გულში დამმალავთ, თუ ჩემზე სიზმარი წყალს უნდა მოუთხრო? თუ გინდათ რომ გავქრე გულში ნუ დამკრძალავთ, და ბოლოც ჯერ უნდა ჩემს ლექსებს მოუღოთ! სიგიჯის ზღვრამდე რომ ვეძებდი სიყვარულს თუ გულით მიტირებს დმადგეს ნათელი მერე კი თუ იგრძნობს, თუ იგრძნობ სინანულს, ლექსთან და ხატებთან ამინთეთ სანთელი. მადლს ცრემლად გაცემულს ლოცვად დავაგროვებ წმინდად დავაგროვებ, გულმკერდის არეზედ, ჩემს ცოდვილ ლექსებზეც აღარ ვიწუწუნებ, თვით ჯოჯოხეთიდან გავივლი მთვარეზე წვეთი დაგადევნოთ ციდან გაზაფხულის, თან მოგეფერებით, თან ცრემლიც იქნება. არ შემეშინდება ტქვენი მონატრების! ოღონდ გახსოვდეთ და....... ოღონდ გიყვარდეთ და..... ოღონდ ვუყვარდე და არ შემეშინდება! ზურაბ ჭიოკაძე 2015.23.03
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი