ფოთოლცვენის მელოდია


ოქროსფერ ფოთლებს აცეკვებს ქარი 
ხავერდის ღრუბლებს ზეცა დაიპყრობს.
გულში აალდა მწველი ხანძარი, 
ვერ ვითმენ, მინდა შენ რომ დაგიპყრო.

წვიმის წვეთები დნება რაფაზე...
ფიქრი შორს მიდის... შენსკენ მოფრინავს,
ჩემი გრძნობები რომ გადახაზე,
გული სიმების გროვად მიჭირავს.

აბობოქრდება სულში ტკივილი, 
წარსულ დღეებზე დარდს შემახსენებს,
რომ დავივიწყო მოგონებები, 
შენი სახება არ მომასვენებს.

უფსკრულმა შთანთქა ჩემი ოცნება, 
ღამეს შევერწყე ჩუმი ტირილით, 
ეს სიყვარული არ გაქრებოდა,
რომ არ მოგეკლა შენი სიცივით.

ირგვლივ სიბნელე დაისადგურებს, 
ვეღარ გავფანტავ სულის ღვარცოფებს, 
ეს მარტოობა გულს დაადუმებს... 
იმედის ბოლო სხივიც დამტოვებს.

📝 ავტორი: ზურა ჯამბურია
@📝-ავტორი:-ზურა-ჯამბურია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი