შენ ხარ დილა
შენ ხარ დილა - მზის პირველი სხივი და ფოთოლზე ცვარი - შენი სუნთქვა. როცა გიმზერ, ჩემთვის ჩუმად ვამბობ: მიყვარხარ გულით, უკვდავად, ურცხვად. შენ როცა იღიმი, ცა ზარებს რეკავს, და მთები ტაშს კი უკრავენ ქარში. შენი თვალები ჩემში იძირება, როგორც მზე ზღვაში - ვრცელსა და ღრმაში. ყოველი წუთი მე შენით ვსუნთქავ, შენი ტკივილი ხომ ჩემიც არის. მიყვარხარ ძლიერ - არა სიტყვებით, არამედ სულით და მთელი ძალით. შენ ხარ დილა - მზის პირველი სხივი და ფოთოლზე ცვარი - შენი სუნთქვა. როცა გიმზერ ჩემთვის ჩუმად ვამბობ: მიყვარხარ გულით, უკვდავად, ურცხვად. 📝 ავტორი: ზურა ჯამბურია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
შენ ხარ დილა - მზის პირველი სხივი
და ფოთოლზე ცვარი - შენი სუნთქვა.?
-----------
რა გავიგოთ?
შენ ხარ გავიგე
და ფოთოლზე ცვარი რომ არის სუნთქვა როგორ გავიგოთ? ან როგორ ვრცელდება ხარ ამ მეორე ბწკარედზე ?და თუ არ ვრცელდება სად არის ზმნა "არის"?
შენ როცა იღიმი, ცა ზარებს რეკავს,
და მთები ტაშს კი უკრავენ ქარში.
------------
კი რა შუაშია აქ?