მცხეთა


ორი მდინარის შესართავთან მყარად დგას მცხეთა,
უფლის რწმენის და ქართული სულის დიადი სახე,
იქ, სვეტიცხოვლის ცად აზიდულ, მადლიან გუმბათს,
ჟამთა სიავე, ქარტეხილი ვერ აკლებს ნათელს.

აქ მტკვარი არაგვს სიყვარულით უერთებს ტალღებს, 
მთის მწვერვალიდან ჯვრის ტაძარი დაჰყურებს არეს, 
ძველ დედაქალაქს, ამაყად მდგარს, შევყურებთ დღესაც
და სვეტიცხოვლის დიდებულება ათბობს ამ მხარეს.

აქ ვახტანგ მეფის ალესილი ხმალი ისვენებს,
პატარა კახის სული გმინავს კვლავინდებურად,
და ხუროთმოძღვარ არსაკიძის ქმნილი გენია,
ჩვენი სიწმინდე, დღესაც ისე დგას დიდებულად.

სვეტიცხოველი დიდებული, სულის სავანე,
ძველი დიდების და მომავლის მტკიცე დარაჯი,
მის წმინდა კედლებს შევავედრებთ ქვეყნის ჟამთა სვლას,
იმედის თვალით მას შეჰყურებს ერი ნატანჯი.

აქ თითო კედელს ისტორიის კვალი ატყვია, 
ხუროთმოძღვრების გენია ხომ გვაოცებს დღესაც,
მადლი, რომელიც წინაპართა ლოცვით დაგვყვება, 
ამაყად უმზერს მომავალს და ერთდება ზეცას.
@📝-ავტორი:-ზურა-ჯამბურია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი