ყანჩა
ჭაობის პირას ობლად დგას ყანჩა, სევდით გაჰყურებს თოვლიან ნაპირს, მობეზრდა, მორჩა ხეტიალს, ჩანჩალს, მისტირის შორით დაკარგულ აპრილს. სუსხი ედება დაქანცულ სხეულს, ქარბუქში მხოლოდ სისუსტეს მალავს, საკბილოს ეძებს და წყევლის გამჩენს, შიმშილი უკლავს სულს მაწანწალას. უიმედობით დაქანცულ თვალებს, ვეღარ დამალავს ქარბუქი, ბინდი, ეულად ყოფნით ვერ ჰპოვა შვება, აღარ ეღირსა ცხოვრება მშვიდი. ვეღარ გაუგო საკუთარ სხეულს, რა უფრო სტანჯავს, რა უფრო სტკივა, ყინვით გათოშილს შიმშილი კლავს თუ მარტოობისგან სული უგმინავს. ფიქრობს, რა აძლევს ცხოვრების ძალას, რაა სიცოცხლის არსი, რაობა, წარსულს ვეღარ ცვლის, აწმყო გაქვავდა, მომავლისთვის კი არ აქვს მზაობა. წუთისოფელი ძნელად თუ ინდობს, როცა არ ცდილობ იყო სულმარდი, მყისვე წაგაქცევს, უმალვე დაგთმობს, თუკი სხეულში ჩასახლდა დარდი. მობეზრდა ერთგან უძრავად დგომა, ეულად ყოფნა დადო პინაზე, აფრინდა, მოწყდა ჭაობის ბალახს, წყალზე ასახა ფრთების სინაზე. გაისმა თოფის უეცარი ხმა, სისხლით მოირწყა მთვლემარე ჭალა, ტყვიამ გაფანტა ჭაობში ბინდი, დაჭრილმა ყანჩამ დაკარგა ძალა. სხეულს მოეხსნა სიმძიმე ხვედრის, ტყვიამ დაუსვა წერტილი სევდას, დასრულდა ჟამი, მოკვდა იმედიც ... თვალთ დაუბნელდა, ვერაფერს ხედავს. ჭაობმა ყანჩა გულში ჩაიკრა, წყალზე დაეშვა სითეთრე ფრთების, განგმირულ სხეულს მყისვე წაერთვა უიმედობის დაძლევის გზები. ჩამოწვა უცებ მძიმე დუმილი, დაფარა თოვლმა ბუმბულის გროვა, დასრულდა ტანჯვა, დაცხრა ტკივილი, ყანჩამ ჭაობში სამარე ჰპოვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
ჭაობის პირას ობლად დგას ყანჩა,
სევდით გაჰყურებს თოვლიან ნაპირს,
მობეზრდა, მორჩა ხეტიალს, ჩანჩალს,
მისტირის შორით დაკარგულ აპრილს.
-----
!!!!
მთლიანობასი არაუშავს