ᲗᲔᲗᲠᲘ ᲛᲗᲕᲐᲠᲔ
ზეცას მიხმობს თეთრი მთვარე, ლექსი ჩემგან მოენატრა. ვერ ამოვალ ჯერ შენ ცაზე — მიწას დამრჩა ერთი საქმე. მოვალ მაშინ, როცა მიწა შეჭამს სხეულს გაყინულსა. ცოტა კიდევ მოიცადე , და ამოვალ მე შენ ცაზე. ლექსებს ჩემსას მოგიყვები. დაწერილსა მხოლოდ შენთვის. ცოტა კიდევ მოითმინე. შევერთდებით ღამით ცაზე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი