მთვარევ, მთვარევ, ჩემო მთვარევ,
მთვარევ, მთვარევ, ჩემო მთვარევ, რაღაც მინდა გითხრა ჩემზე. – გისმენ, გისმენ, უფლისწულო, რაღა დაგრჩა გაუმხელი? ნუთუ არის კიდევ რამე, რაც არ გითქვამს ყოველ ღამე? მთვარევ, მთვარევ, ჩემო მთვარევ, გაგიმხელ და არავის უთხრა. დადე ფიცი საიდუმლოს, შემდეგ გეტყვი ყოველივეს. – რაღაც სხვა გაქვს ჩანაფიქრი, გადავხედო ყოველ ღამეს… რა გამომრჩა ამისთანა, ჯიუტად რომ ფიცსა ითხოვ? – შენ ერთ ღამეს ცად არ იყავ, მე კი მარტოდ დავრჩი ბნელში. შემეშინდა, გავიქეცი, თვალი შიშსა ვერ ვუსწორე. – მსგავს რამესაც ვერ ვიხსენებ, ნუთუ ღამით დამეკარგე? ფიცსა გიდებ ჭეშმარიტსა — მდუმარებას შენ შეგწირავ, თუ შემწირავ მდუმარებას. ფიც არ გატეხ შენ არასდროს, სხვას რას ვერჩი, დაგადუმო… დავიტოვებ ისევ ჩემთვის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი