ცეცხლი და ყინული


ჯელტმენი:
ტყუილს ვერ გეტყვი, ქალბატონო,
თვალსა ჩემსა მოეწონეთ.
თქვენი ცქერით გადავღლილვარ –
შევისვენო მინდა ცოტა.
ქალბატონი:
ნება შენი, თუ ვერ უძლებ –
განისვენე, თუნდაც ჩემგან.
არ მადარდებს შენი ტრფობა –
მარტოც უძლებ მარტოობას!
ჯელტმენი:
რასა ბრძანებთ, ქალბატონო?
მარტოობა გულს მოგიკლავთ.
ყინვასავით ცივი რომ ხართ –
იქნებ შევძლო და გაგალღო…
ნება მომეც, შენ ისურვე –
ცეცხლს დავანთებ, კოცონს დიდსა.
გაგალღობ და შეგაყვარებ –
თავსა ჩემსა, ტურფას შენსას!
ქალბატონი:
მოდი, ვცადოთ… რასა იზავ?
როგორ შეძლებ ჩემ გალღობას?
მწარე–ტკბილი მოგონება
მომართვი და სცადე ბედი!
ჯელტმენი:
გზას გავყვები, დავფიქრდები,
დავიწყებულს გავიხსენებ.
ისევ მოვალ, დავბრუნდები –
და მოგართმევ, რაც ინებეთ.
ქალბატონი:
წადი ჩემგან, გზას გაჰყევი.
დაფიქრდი და… დამიბრუნდი.
მოგეც შანსი – იყავ ღირსი.
მარტოობის დასასრული…
ჯელტმენი (დაბრუნებული):
დრო გავიდა… ისევ მოვედ.
ჩემი ტანჯვის დასასრულად
მოგიტანე, რაც დაგპირდი –
ტკბილზე ტკბილი მოგონება…
ბავშვი ვიყავ – მტრედი ვნახე,
დაჭრილი და უსუსური.
გულში ისე ჩავიხუტე,
მოუშუშე ჭრილობები.
ცას გავგზავნე, გავაფრინე –
გუნდში ისევ დავაბრუნე.
დრო გავიდა, დამავიწყდა…
შენ კი ისევ გამახსენე.
ცრემლი თვალზე შემინიშნავს…
მგონი შევძელ, რომ გამელღო.
შენი გული – ცივზე ცივი…
ველოდები მე შენს პასუხს.
ქალბატონი:
მართლაც შეძელ, მოგერთმია –
რაც ვინატრე შენგან ჩემთვის.
ახლა… მწარეს ველოდები –
შემდეგ გეტყვი ჩემსა პასუხს.
ჯელტმენი:
მწარე არ მაქვს – ყველა დატკბა,
ჭრილობები შემიხორცდა.
შენსა პასუხს შეუძლია
მწარედ შექმნას მოგონება…
გზა არა გაქვს – უარს თუ მეტყვი,
კვლავ მოგართმევ მწარეს ჩემში.
გადაწყვიტე – ნება შენი:
განვაგრძოთ, თუ დამნებდები…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი