ანბანი


ა – არ მიწყონო სიყვარული.
ბ – ეწვის ხიდზე დავბარბაცებ.
გ – ანა მძალუძს არ გამოვყვე.
დ – ავნებდე და გადავარდე.
ე – კალს გზად რომ გადაურჩი,
ვ – აზსა შევხვდი — ნაყოფს ღმერთის.
ზ – ურაბ შვილო, არ დანებდე!
თ – ავი  ხელში აიყვანე.
ი – რწმუნე და გამომყევი,
კ – ურთხეული  ხარ ზეციდან.
ლ – ომმა, ვეფხმა იღრიალეს,
მ – იხმეს მათთან სააბასოდ.
ნ – ორმალური ვერვინ ნახე.
ო – სტატო და ბრძენო  დიდო.
პ – ირველია, გვესმის შენი.
ჟ – რუანტელი გივლის ტანში.
რ – თულია… და დამბურძგველი.
ს –იყვარულმა ასე იცის. .                                                                                                               ტ-ურფამ შენმა გულის სწორმა
უ-არგყო და  მიგატოვა.
ფ-იქრით თავსა ნუ იწუხებ,
ქ-აოს ნუღარ იქმნი შენში.
ღ-არიბი ხარ, უძლური ხარ,
ყ-ოყოჩიხარ მამალივით.
შ-ეიშალე, სულ გაგიჟდი,
ჩ-იტი გვრიტიც  გაგიფრინდა.
ც-იდან გესმის უცხო ხმები,
ძ-ალას გაძლევს გადარჩენის.
წ-უხარ, ვიცით, გვესმის შენი,
ჭ-ირი იქა, ლხინი აქა.
ხ-მა გაიგე დასასრულის –
ჯ-აჭვი ისე არ გაწყდება.
ჰ-აერს ისე ვერ ისუნთქებ,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი