„ო, რა ძნელია…“
ო, რა ძნელია ვერ გრძნობდე ასაკს, გაყინულ იყო აიზბერგივით. ო, რა ძნელია შენ იყო მონა, დატყვევებული საკუთარ შიშში. ო, რა ძნელია შენ იყო ბავშვი, გსურდეს თამაში მოთამაშესთან. ო, რა ძნელია გიყვარდეს ქალი, ქალმა, რომელმაც გიმღერა ღამით. ო, რა ძნელია ეს ვნება ჩემში, რომელიც გახდა მიუწვდომელი. ო, რა ძნელია იპოვო მსგავსი, რომელსაც ესმის შენს გულში ომის. ო, რა ძნელია შენ გწამდეს ღმერთის, და არა ვინმეს რელიგიისა. ო, რა ძნელია შენ იყო ცხვარი, მსხვერპლად გწირავდნენ არაფრისათვის. ო, რა ძნელია შენ იყო მგელი, და მხოლოდ მთვარეს ესმოდეს შენი. ო, რა რთულია ცხოვრება, მართლა, საკუთარ თავთან, ფიქრებთან ერთად. ო, რა რთულია ეს გაღვიძება – ლღობა ყინულის ცხელი ცრემლებით. ო, რა ძნელია ცეცხლში იწვოდე, და წყალს კი არავინ შენ არ გასხამდეს. ო, რა ძნელია კითხვა და წერაც – ჩემი გრძნობების აქ გადმოტანა. ო, რა ძნელია შენ იყო მონა, და გსურდეს თავთან ავტონომია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი