დანაშაული
ჰოი უფალო,
მსჯავრდებული ვარ,
და სისხლი ჩემი
ძღვნად მოდის შენთვის.
ნუთუ გწყურია
შენ ჩემი სისხლი —
ადამიანის ხელთ
მორთმეული?
რად მეკითხები —
ნუთუ არ იცი?
სისხლი ამქვეყნად
მე არ მწყურია.
მაშ რა დავარქვა
ამ ყოველივეს,
შენი სახელით
აქ რომ სჩადიან?
დუმდა უფალი —
და განმაჩენი კაცთა აღსრულდა.
საპასუხოდ კი მოვიდა
წვიმა,
წვიმამ გააქრო
დანაშაული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი