მარტოობის ფიქრები


დრო მიდის შენ კი ჩემთან არ გინდა
იქნებ ჩემშია შესაცვლელი რამე
ვფიქრობ მაგრამ ფიქრიც უკვე აღარ მინდა
თუკი შევჰყურებ შენს თვალისფერ ღამეს

ღამეს რომელიც სავსეა ვარსკვლავებით
ვარსკვლავები რომლებიც მაგონებს შენთან ერთად გატარებულ დროს
დროც კი თანდათან ქრება და იკარგება ცაში
თუმცა მაინც არ დავკარგავ იმედს არასდროს

დრო გავა მაგრამ ვერ დაგივიწყებ
ვერ დავივიწყებ შენს ლამაზ სახეს
იმ ყოველ გავლილ წუთებს და წამებს
რომლებიც რომ ბედნიერი და ამაღელვებელია

ამბობენ მოვა დრო როცა ისევ შევხვდებით
მზად არ ვარ მაგრამ მიხარია რომ ისევ უნდა ვნახო ეგ შენი პატარა ხელები
გეტყვი მიყვარხარ სხვადასხვა ენებით
მიყვარხარ და დავიღალე მარტოობის დღეებით

თუ გზები დაგვაშორებს, გულში დარჩები ისევ
რამაც მასწავლა ტკივილიც და სიყვარული ძლიერ
და თუკი აღარ მოხვალ, არ შეგიძულებ მაინც
რადგან ერთხელ მიყვარდი  და ეგ საკმარისია ჩემთვის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი