მეჯინიბე
ყოველ ადამს მისი ტვირთი წონის ღმერთი ხმაა ბატონის და მონის... Magister dixit გთხოვთ ამაღამ მიმიხედოთ ცხენებს დამითვალოთ დარჩენილი ვალი იანვარი შეაკავებს ცრემლებს სიმღერებად დამშლის თებერვალი. გთხოვთ ამაღამ მიმიხედოთ ცხენებს მურზაყანის ველზე მგეშავს ქარი ყველა განცდილ გადამალულ ვნებებს ხურდად მაყრის ბედისწერა მხდალი. გთხოვთ ამაღამ მიმიხედოთ ცხენებს დილით სუფრას აფხაზურად გავშლი ბოლოს სამგზის უარყოფილ რწმენებს ცხოვრებიდან სამუდამოდ წავშლი. მერე როცა ჩამომრჩება კვალი ცხენს მოუვლის ნაბოლარა შვილი დავბრუნდები მიმოზებით მთვრალი დავჯერდები ოდის კართან ტირილს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი