მოგვთა სიმღერა


* * *
როცა შენ გლოვობ,
ნამდვილი ხარ, 
მაგრამ ამისთვის 
განა უნდა კვდებოდეს ვინმე,
როცა იცინი,
ნამდვილი ხარ,
მაგრამ ამისთვის
განა უსმენ ბრიყვსა და  სულელს?!
 გუშინ იმისთვის დაუყარე
ხურდა მათხოვარს,
რომ მას არ ჰგავხარ,
მხოლოდ იმიტომ გაუცინე
სიყრმის მეგობარს,
იცი მოკვდება,
მხოლოდ იმისთვის დაიღვარე 
ცხარე ცრემლებად,
მეტი გინდოდა,
მეტად მდიდრული,
მოყვასთათვის თვალისმომჭრელი,
ფარისევლური ცხოვრებისთვის
განწირულ გზაზე,
უცნაურ გზაზე,
სულელები რომ იცინიან,
მეწამულ გზაზე,
ცოდვილები რომ არ კვდებიან,
საუკუნოვან ბრძენკაცების გაკვალულ  გზაზე,
შენ ერთმა უწყი, 
მხოლოდ ერთმა, 
რომ ვერ გაივლი იმ ერთ გზაზე
ვეღარასოდეს.
სანამ ბავშვივით გულწრფელი ხარ,
აღარ მოკვდები,
არც სხვა მოკვდება,
რადგან ასეა ჩაწერილი
მოგვთა წიგნებში:
როცა შენ გლოვობ,
ნამდვილი ხარ, 
მაგრამ ამისთვის
განა უნდა კვდებოდეს ვინმე?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი