სიზმარი
ღამის უკუნში ღვინისგან გალეშილ, კედელზე მიყრდნობილ გებელსს ვეჩხუბები: დაინდე ბავშვები ამ ქრისტეშობადღეს, შენი და სხვისებიც, გულით გევედრები! წყნარად მიპასუხა: თუ იცი მითხარი, მასწავლე სად არის ეშმაკის საფლავი, ალისფერ ენების ზეცისკენ სწრაფვა, სასჯელი რომ მერგო ყველაზე მაღალი: ისევ ბედნიერი რისთვის ვარ ახლაც?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი