არვო მეტსი --- ვერლიბრები
****** ეს მე ვარ, დამსმენი ღმერთთან, ჩემზე და ადამიანებზე. ******* ღმერთო, როგორი ღარიბი ვარ, ვერაფრით ვპასუხობ გოგონას ღიმილს, თავს ვიკატუნებ, თითქოსდა ღიმილზე მაღლა ვარ. და ღიმილი კვდება. ****** ვქრები გაზაფხულში, ბრბოში, გუბეში, ლაჟვარდებში. აღარ მეძებოთ. მე ისე კარგად ვარ... ****** უცნაური ჩვეულებაა, მიანიჭო ადამიანებს სახელები (ანდაც ნომრები)... მე უსახელოდ წავალ. უსახელოს ხომ ვერ მომძებნიან. ****** მე მეხსიერების სხვადასხვა კუთხეში გინახავთ, ღმერთმა ქნას ერთმანეთს არ შეხვდეთ! ****** ... მე არ ვარ ის, ვისაც სამყარო ელოდება, მაგრამ ვეხმარები მას გააღოს ტყვიის კარები. ****** უკვე უამრავ ადამიანს გაეცალა სული... ისინი გადაიქცნენ რობოტებად. მათ გასცემს რუხი, მეტალისფერი ელვარება თვალებში. ******* ტკივილს ვაყენებთ მათ, ვისთვისაც ძვირფასი ვართ. სხვებისთვის კი ჩვენ სულ ერთი ვართ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი