თუ შემეხები...
ქუჩა სუნთქავდა ჩუმი ვედრებით, ცასთან ამბორით, ცასთან შეხებით... ჩვენ არასოდეს არ დავბერდებით, თუ შემეხები, თუ შეგეხები... შემოდგომაა, ხან ცრის და ხან წვიმს, ნოემბრის ქარი დაჰქრის შიშველი... იმედად ახლა მხოლოდ შენ დამრჩი... შენ თუ მიშველი, შენ თუ მიშველი... გულს ვიიმედებ კვლავ შემოდგომით, ვდგავარ ჩუმად და ვითვლი ნაბიჯებს და სიყვარული ჩემში შემოდის, ისევ მაგიჟებ, ისე მაგიჟებს... მთელი საღამო შენს ფიქრებს ვსდიე... ქარსაც ვებრძოდი ასე თამამად... მე უსაშველოდ მიყვარხარ, ძლიერ... შენზე ფიქრებმა გამათამამა... ქარი ჩემს გულში კარებებს რაზავს, ასეთი ქარი არსად მინახავს... გავყვირი მხოლოდ ერთადერთ ფრაზას: ისევ მიყვარხარ! ისევ მიყვარხარ!.. ვიცი რომ, ფართოდ გაგიღებს კარებს და ქართან ერთად, სულ სხვაგან წახვალ... ობლად დავრჩებით კვლავ მე და მთვარე, სადა ხარ ახლა, ნეტა, სადა ხარ... ეს შემოდგომა, გზად ფოთლებს მიფენს... ნუთუ არ იცი? ნუთუ ვერ ხვდები? რომ ქარზე უფრო მსუბუქად ვიფრენთ, თუ შემეხები, თუ შეგეხები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი