უშენოდ... ვკვდები


უეცრად, ღამე ჩამოწვა ბნელი,
ვიღაცამ ქუჩაში, სულ მარტო დამტოვა...
ქალაქი თითქოს მეცნობა, ძველი
და მაინც, უშენოდ საოცრად მარტო ვარ...
ვინ იცის? ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
ვიწყებ, ქარივით სადღაც ხეტიალს
თანდათან, ღრუბლებს ავყავარ ცისკენ...
იმ ღრუბლებს, გულში რაც ჩამეტია...
არ ვიცი, სანამ გავუძლებ ქარებს,
როდის მოვივლი ქუჩებს და ბაღებს...
მაგრამ ვიპოვი, ერთადერთ კარებს,
რომელსაც ჩემი ლექსები აღებს...
ისევ მაკლია შენი თვალები,
შენი ღიმილი და შენი სითბო....
შენთან მოვედი, ტანჯვით, წვალებით
ქუჩაში ვდგავარ და თითებს ვითბობ...
და მაინც, შენზე ოცნებას ვბედავ,
სამყაროს ისევ, დავათრევ მხრებით...
უშენოდ, თითქოს ვერაფერს ვხედავ...
უშენოდ, ახლა, მე მგონი ვკვდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი