ისევ, ისე მაგიჟებ...


ო, რა მტკივნეულია
დრო, 
უშენოდ გასული...
ოღონდ დამიბრუნდი და
დამიბრუნე წარსული...
გულში 
დარდებს ვინახავ,
დღემდე ვითვლი ნაბიჯებს...
ისევ, ისე მიყვარხარ,
ისევ, ისე მაგიჟებ...
ვოცნებობ, 
რომ ყველა დღე,
შენი ცქერით ვთვრებოდე...
როგორც წვიმა ზაფხულში
ისე მენატრებოდე...
გისველებდე მაგ ტუჩებს,
გიმშრალებდე სველ გუგებს...
ჩემს სიყვარულს, 
შენს გარდა, სხვა 
ვერავინ გაუგებს...
გითხრა, 
როგორ მომინდი?
გითხრა, როგორ მაოცებ?
მხოლოდ ერთხელ მოდი და
მხოლოდ ერთხელ, მაკოცე...
გითხრა, 
როგორ მიყვარხარ?
ან რარიგად მაკლიხარ,
ჩემი საოცრება და
ჩემი გულის დარდი ხარ...
დრო, 
უეცრად გავიდა...
ვერ გითხარი სათქმელი...
გრძნობა დამალული სჯობს,
ყველასათვის გამხელილს...
წლები ისე გავიდა, 
წლები ისე გამოხდა...
ვერ გითხარი - რაც მჭირდა,
ვერ გითხარი - რა მოხდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი