Gitane


მხოლოდ ღმერთმა უწყის უშენობა, 
დადის ჰელიოსი ფაეტონით, 
სულში მზის სხივები თუ შემოვა, 
შენაც გიწილადებ Gitane. 

თუმცა ყველაფერი სიცრუეა, 
თუმცა ყველა სიტყვა ლიტონია, 
ცაში ღრუბ(ე)ლები მიცურავენ 
შენ რომ გითვალთვალონ Gitane. 

გარეთ ამინდია მეწამული, 
სული სხეულიდან გაიტანე, 
ავად თუ კი გავხდი, მეწამლები, 
ჩემო საყვარელო Gitane.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი