კადრები
მოკვდა, როგორც იქნა მოკვდა, მეფე, გაუმარჯოს მეფეს, თბება სოფლის ძველი ოდა, გარეთ ქარიშხლები ყეფენ. ჩემი თითებივით ცივი, თვალზე მიმეჩვია მზერა, ხეზე ლოლოების მძივი, როგორც საყვარელი ჭერამ - ჭერამ გადმოვიდა ჩემში... თავი ჩამომადე მხარზე. ასე ჩახუტებაც შემშლის, შემშლის ჩახუტებაც ასე. დავხრი ევკალიპტებს კენწერ- ოდან... გადატყდება ხმელი, ჩემი სიყვარულით ვერ ვწერ, ჰოდა მიმაჭარით ხელიც. კუბო შევუკვეთე სივრცეს, თვალი დამიბრმავა ბინდმა, სხეულს ჩემი სული მივცე, მეტი არაფერი მინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი