წრე (ძვლებში არ ატანს...)
ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის, ჩვენ კი ერთ საწოლს, ღარიბულად ვიყოფთ, საბანსაც, რას არ ვიხსენებთ... რამდენს ვტირით რამდენს ვიცინით... სურვილმა განცდა, როგორც ხელმა პირი დაბანა. მერე ქუჩებში მოუხშირა ქარმაც საუბარს, წვიმის წვეთებზე დაეკიდნენ მეტაფორები, ტელეფონს ისევ უსაფუძვლო ზარი გაუბამს... თუ ჩაგეძინა, თბილი სუნთქვით მოგეფერები. ასე ვიღვიძებთ, ასე გვძინავს, ასე მოგვწონს და ასე ერთმანეთს ვეფერებით დაუღალავად, დილით კი ვსხდებით ისევ ერთად ბუხრის კოცონთან, გვათბობს და ვათბობთ, გვეცინება და თუ არა ვართ - ცოლ-ქმარი, მერე რა დაშავდა ამით ასეთი, ხომ გვყოფნის ჩვენი ერთად ყოფნა, მეტი არც გვინდა, ახლა გული მაქვს გადაშლილი როგორც გაზეთი, შენ კი მკითხულობ... მოგეხუტე, ისე აცივდა. ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის, ჩვენ კი ერთმანეთს, ღარიბულად ვიყოფთ, უპუროდ, რას არ იხსენებ... იმდენს ტირი, იმდენს იცინი... მთელი ცხოვრება ვუყურებ და მინდა ვუყურო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი