რ ა ვ ი
ფიქრებს ჩავუთვალე ხურდა, რაც შენ გეკუთვნოდა გავეც, თქვენი ერთად ყოფნა მშურდა, არ მაქვს უშენობის თავიც. სათქმელს გამოვხატავ ჟესტით, სადღაც კითხვის ნიშანს დავსვამ, თუკი სიყვარულით შევცდით, წყევლა დამადევნე თავსხმად. კოცნას მივაკერებ ღილად, მაგ შენს თვალებსაც და ტუჩსაც, არ ხარ იშვიათი ხილი, თუმცა ყველა თითით გმუშტავ. ისევ მომეფერე მოდი, მკერდზე მომადევი თავი, თუნდაც დავარღვიოთ მოდა, მაინც გიპასუხებ – რავი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი