ფიქრები ღამის
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები, დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა, ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები და მინდა სასხლეტი მოვქჩო დამბაჩას. უაზრო წამებით ერთია ღამისკენ, უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას, გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე, საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა. სიცოცხლით დაღლილი თუ ხდება სამოთხეს, მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა, გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს, ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა. ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას, აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს, სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი