პარიზი. ვერსალი ..
პარიზი. ვერსალი. სიჩუმის ბუნაგი, მკლავებში თმებია, პომადა კისერში, დაორთქლილ ვნებაში წყურვილი მსუნაგი, წყურვილში - დამხრჩვალი ფიქრების გიშერი. ვშორდებით ერთმანეთს, ტირიხარ ბავშვივით, მე თითქოს გულქვა და ამავ დროს ამურით, იოგებს ვძაბავ და კანკალით - დამშვიდდი!... პარიზი. ვერსალი. ცრემლების ხმაური. მდინარე გვიქადის დახრჩობის მისიებს, კრძალული ჟინი და კახპობა მადამთა ხიბლავდა ვიღაცა პარიზელ მისიეს... პარიზი. ვერსალი. სამოთხე დამთავრდა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი