საჭირო ლექსი


მე ბევრჯერ მოვტყუვდი, გრძნობას რომ ავყევი,
გპირდები, ეს უკვე ბოლოა... გშორდები,
ვერც ცრემლი მაკავებს - ქალური, ცბიერი,
ვერც გრძნობა... მახინჯი ფიქრების მშობელი.

ქალისგან ამდენი ტყუილით, ღალატით,
"ნოკაუტს" ვუძლებ და ვვარდები "იპონით",
ცხოვრებას ხელთათმანს სახეზე ვურტყამ და
სეკუნდანტს დავეძებ... ვიცი ვერ ვიპოვი?!

მე უკვე დამღალა, რაუნდთა გაძლებამ,
გრძნობებიც ცხვირიდან სისხლივით წამომცდა,
სუსტის და ძლიერის შერჩევა მთავრდება,
მერე კი ღმერთია - მთავარი გამოცდა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი