მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
დღესაც წვიმს... დაორთქლილ მინაზე, კვლავ შენი სახელი მოვხატე, შხეფები ფანჯარას ეხლება თითქოსდა უკრავენ სონატებს. არ გეტყვი, მაგრამ მსურს გესმოდეს, მიყვარხარ და თუ ვერ მიხვდები, შენსავეთ გაქრება ოდესღაც, ეს ფუჭი და წრფელი სიტყვები. შენს სურათს ცრემლებით ვასველებ, თვალები შეცვალა ამინდმა, უშენოდ სიცოცხლე კი არა, უშენოდ წვიმაც კი არ მინდა. დღესაც წვიმს... და ისევ მარტო ვარ, ვერასდროს ვერ შეცვლი მოსახდენს, შენ როგორც წარსულად მაქციე, მეც ისე მინაზე მოგშალე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი