ძალიან სითბოთი


(დედაჩემს)

შენა ხარ პირველი ცხოვრების კადრიდან,
თვალებიც შენი მაქვს, თითქოსდა ვიჩუქე,
რაგინდაც მეტკინოს სითბოთი უმალვე,
სულ ერთი ტკბილი სიტყვით მიყუჩებ.

უშენოდ ნაბიჯიც ჩემით ვერ გადავდგი,
ბავშვობიდანვე ფეხდაფეხ დამყვები,
შენვე მასწავლე თუ რარიგ ძნელია,
მარტომ ვიარო მცირე გზა ამ ქვეყნის.

ჩემი ცხოვრების პატარა, თან დიდი
გზა ბევრი ვარდის ფურცლებით გაკვალე,
ოცი წლის შევსრულდი და ისევ ბავშვივით,
გვიან რომ ვბრუნდები, კვლავ შენს წინ ვკანკალებ.

და როცა მიღიმი, აზრი აქვს ცხოვრებას,
მინდა დრო დაბრუნდეს აკვანს რომ მირწევდი.
შენში ვარ, უშენოდ ნაბიჯსაც ვერა ვდგამ
ყოველი დილითაც, ხომ შენით ვიწყები.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი