შენ მეუბნები, ყველაფერი არის ბაზისი ..
შენ მეუბნები, ყველაფერი არის ბაზისი, რომ გაზაფხული უაზროა, როგორც ფრაზები, იმის შესახება, ყველაფერი როგორ არ იცი, გარემოება რთული არის, ვიცი, ასეთი. სველი ქუჩები არის ახლა ჩვენი ლაგუნა, უმოწყალოა ამინდები, რადიაცია, რადგან უფალმა უნცაური ბედი გვარგუნა, ალბათ ამიტომ ერთმანეთის სითბო გვაცვია. ჩვენი წარსული უფრო იყო იგავ-არაკი, თეთრი შავია, შავი ალბათ უფრო თეთრია, დილით ამინდი იკეთებდა ჩუმად ჰარაკირს, ცდილობდა თავი ჭაობიდან გამოეთრია. მარტის ამინდით აერია დათვლა კალენდარს, ზამთარს ჯერ კიდევ დაავიწყდა, ეთქვა ადიოს, ჩვენ ერთმანეთში ვიმზირებით, ისევ გარედან და ზღვის ტალღების უჩვეულოს ვუსმენთ რადიოს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი