ხანდახან უფრო მენანება წასვლა შენიდან ..


ხანდახან უფრო მენანება წასვლა შენიდან,
თვის დასასრული აირიდა უკვე ამინდმა,
ვიცი დროდადრო საჭიროა დროით შენიღბვა,
რომ შენც თოვლივით ხელის გულზე აღარ დამიდნე.

ხანდახან ფიქრობ, აზრები მაქვს უფრო გიჟური,
რომ ჩემთან ერთად ძნელი არის ყოფნა და ჩემი
გაძლება უფრო, მაგრამ მაინც აღარ იშურებ,
ლამაზ სიტყვებს და ჩემთან ერთად ისევ დარჩენის –

სურვილს, რომელიც უფრო მეტად იზრდება შენში,
რომ რაც დროს გადის უფრო მეტად გინდა შემეხო,
სხეულს დანგრეულ ციხესავით ვაწყობ, ვაშენებ
და გულიც უკვე ისე ფეთქავს, როგორც ქვემეხი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი