ჰო! ეს ზაფხულია ..


ჰო! ეს ზაფხულია, ჩვენი საერთო ზაფხული,
ასე რომ მოგვწონს, ასე რომ გვიზიდავს ორთავეს,
ზამთარში ხასიათი მეცვლება,- დაზაფრული
მქვია და ჩემსავით ხეებიც უმეტესად შფოთავენ.

ჰო! ეს ზაფხულია, ჩვენი საერთო იმედი,
სადღაც გაფრენა რომ მოგინდება და... ეღირსე -
უკვე ინახულე არამშობლიური ტიბეტი,
ხვალ კი, მოილოცებ პირამიდებიან ეგვიპტეს.

ჰო! ეს ზაფხულია, ჩვენი ზაფხულის პროლოგი,
ღმერთთან რთულია, ალბათ, გაეჯიბრო იაკობს,
შენი ვერცხლისფერი ბაგე აჭარბებს მოლოდინს,
უნდა გაყიდო, უნდა პატივი სცე... მიაგო.

ჰო! ეს ზაფხულია, ჩვენი საერთო ამბავი,
ჩვენი სიყვარულის, ჩვენი სიგიჟის მარაზმი,
ვიცი, ურწმუნო ვარ,- როგორც შეშლილი აგავე,
მაგრამ ჩემში სითბოს კარი არასდროს დარაზო.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი