გაფიქრება


გაგიკვირდება, ყველაფერი ისე არ არის,
როგორც შორეულ მომავალში გვინდა რომ იყოს,
ჩემში არ არის უნდობლობის მცირე მარაგიც
და სახით ვგავარ მეფის კარის მონა - კომიკოსს.

დედამიწაზე მოუხშირეს ჩვენზე საუბარს,
თითქოს ჩვენს ირგვლივ ტრიალებდეს მთელი სამყარო,
ვიცი, ძნელია, ერთმანეთს რომ გვერდი ავუბათ,
ვიცი, ძნელია ჩემი თავით რომ იამაყო.

მაგრამ, ეს ისე, ყველაფერი ხდება სხვაგვარად,
ჩემი თვალები უფრო ღრმაა ვიდრე სიღრმეა,
ღმერთმა ბავშვობის გამართლება, ალბათ, მაკმარა,
ახლა კი, უკვე სიყმაწვილის დროის მიღმა ვარ.

შენ კი ისეთ უბრალო ხარ, როგორც ჰაერი,
და თბილი, როგორც დეკემბერის ცხელი ნიავი,
ჩემთან მოხვედი მორიდებით, ჩუმი მანერით,
და სიყვარული განმიმარტე, მზერით მიამბე.

დედამიწაზე მოუხშირეს ჩვენზე საუბარს -
შენ კი არ გესმის...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი