ჩემს მარსიანელს (ნინის)


ვნანობ, რომ გადაწყდა - გაგიშვა ჩემიდან,
ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა,
მიდიხარ ალაგებ სხეულს, ვით ჩემოდანს,
მოიწმენდ საამო მომენტებს ოფლივით.

არა ღირს ნერვებად, ატანა ყველაფრის,
რთულია, უშენოდ ძილი და ოცნება,
და როგორც თბილისში - სკვერში თუ მეტროში
სიზმარში კვლავ შენი თითები მკოცნიან.

დღეს ისევ გიფიცებ გულში და დუმილში,
ვაგრძელებ ცხოვრებას უშენო გაძლებით,
შენი ხმა ისეთი სველია ყურმილში,
როგორაც ტუჩები, როდესაც დავსველდით.

ვნანობ რომ გადაწყდა - გაგიშვა ჩემიდან...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი