ახია ჩვენზე!


ოთახში სუნი დარბოდა ჭადის,
საღამო იდგა, თვალები მისი
ისეთი იყო, როგორაც ჩადის
შავ ზღვაში მთელი მზეების ჯგუფი,
შეღამებისას ყოველთვის ისმის,
შავი ღრუბლების ნათელი ჩხუბი.

გალუმპულ ფანჯრებს წვეთები ცვივა,
თითქოსდა კვდება არსება მათი,
მწარეა როგორც ნატკენი წვივის,
მწარეა როგორც ჩაკვნეტა ენის,
ძნელია როგორც გატეხვა ხათრის,
დაპირდები და დღესაც რომ ელის.

და ალბათ სადღაც, არც ვიცი სად კი
ზიხარ და ახლაც ჩემს ლექსებს უვლი,
ტილოში ისევ აცურებ სადგისს
ბრაზდები ისევ მორიგი „კრახით“,
ტემპერატურა ჩვენს შორის - ნული.
ახია ჩვენზე, უბრალოდ, ახი!!!

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი