მრცხვენია


ჰოდა მრცხვენია, სირცხვილია რომ არ მრცხვენოდეს,
ქართველობის და საქართველოს სტატუსობანა,
ნაგვების ჯგუფი ქვეყანაში აწყობს გენოციდს,
დატუსაღებულ ადამიანს ატუსაღებენ -
სიკვდილითა და სიკვდილამდე, სადღაც საკანში,
თან აცინებენ გადაქონილ ვიღაც „ფულიანს“,
ბოღმებითა და ბოროტებით თითქმის გავკაჟდით
და გადარჩენას ვეღარ ველით, რწმენა ნულია.
ჩქარა „დროშები“, გადავხვეტოთ ცოცხით ბაცილა,
ეს ქართველობადაკარგული მცირე არია,
ასე გიჟური გაცინებით რამ გააცინა,
ასე გიჟური გაგიჟებით რამ გადარია.

ხედავ უკუღმა დატრიალდა მთელი ეპოქა,
მეფისტოფელთან მიაქანებს ცოდვის ხურჯინებს,
შენ კი თვალს ხუჭავ და ვერ ხვდები ისიც გეყოფა,
როცა სიკვდილი სამუდამოდ დაგახუჭვინებს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი