სიზმრიდან რეალობისკენ
2014 წ. ვიღვიძებ დილით. საკუთარ ქევყანაში ტურისტი ვარ. ვიღაცა მესალმება „სალამ“-ით. ქართველია. მინარეთიდან სისხლი წვიმს და ყვირიან მოლები. პატარა ბავშვი უკუღმა იწერს პირჯვარს, ესეც კარგია, ალბათ არ ასწავლიან სახლში და თვითონ ცდილობს ისწავლოს. ქუჩებში დავდივარ თავჩაქინდრული. დონერი. თურქული ბარები, სტრიპ-კლუბები... კახპები. „ნამუსიანი“ სქელი კაცები (ულვაშით) ვმუშაობ სამშენებლო კომპანიაში, დაბალი ანაზღაურებით, იმიტომ რომ ქართველი ვარ. ვითმენ ყოველგვარ შეურაცყოფას... 2015 წ. გუშინ ერთმა მოხუცმა კაცმა მითხრა, თქვენ უნდა შეცვალოთ საქართველოო... შემრცხვა, რადგანაც მივეჩვიე ასეთ ცხოვრებას, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სტუმარი ვარ და რა უფლება აქვს სტუმარს, მასპინძელს შეცდომაზე მიუთითოს. 2016 წ. ყველაფერი გადაგვარდა, ღმერთი წავიდა ციდან, ეკლესიიდან, ჩვენი გულებიდან, თვალებიდან... საღამოობით მოიღრუბლება ხოლმე და ელავს, სხვადასხვა ფორმა აქვს ღრუბლებს, როგორც სატანას. თითქოს ჯოჯოხედინა გვიყურებს ვიდეკამერა, ჩვენ კი ვპოზირებთ და მონტაჟის უფლებას ვიძლევით. 2012 წ. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, თორემ სიზმარში გავიღვიძებთ...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი