სავარჯიშო #3 (I ვარიანტი)


მაისიც ასე ჩაილია, ვაი ვაგლახით,
შენი თვალების მენატრება ვრცელი გრაფიკა,
მინდა მოგნახო, მოგიპოვო, მაგრამ სად გნახო,
უნდა ვიმსჯელო, შიგადაშიგ უნდა დავფიქრდე.

იშვიათია შენთან ყოფნა იყოს ადვილი,
და მეტნაკლებად, გეფიცები, ალბათ პირიქით,
ჩემს გაოცებას აღარ ჰქონდა ზღვარი, ამ დილით,
როცა ვიპოვე შენთან მოსვლის სულ სხვა ბილიკი.

ვიცი ძნელია, დაგიფიცო ტყუილ უბრალოდ,
დროგამოშვებით მეფიქრება რადგან ღმერთებზე,
ბერძნულ-რომაულ, მსურს ვიპოვო ისევ უფალი,
ან დავყაბულდე იძულებით ფრესაც (ერთით ერთს).

პარიზს დაატყდა ქარტეხილი, ისევ ქართული,
სხვა კი იტყვის, რომ ქართულია მხოლოდ ჰაერი,
როცა სახლიდან გამოხვედი დაგრჩა ჩართული
დედამიწა და მასთან ერთად მთელი გაერო.

შენ ფიქრობ, ჩემთვის სულერთია რა დამეწერა,
ან სულერთი ხარ, თეთრი ხარ თუ უფრო მოშავო,
დინოზაურის დროინდელი ხარობს ეწერი
ამ ჩემს გულში და სულერთია რითი მუშაობს.

ანუ მიყვარხარ...

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი