სავარჯიშო #2 (I ვარიანტი)
ხმაურმა აღთქმა დადო სიჩუმის, და ღმერთმა გაიცინა არასდროს, ვაშლი, მივაჩუქე მიჩურინს, მინდა აღმოჩენა დავასწრო. შენ გესმის იშვიათად ბუნების, ირჩევ ჰორიზონტში შენ შვეულს, გუშინწინ აგექერცლა ნუნები და ტკივილს გაუმკლავდი - შეჩვეულს. კაენ, დამიჯერე ასეა, რჩები მერამდენედ დილამდე, გიკეთებს ვერაფერი ხასიათს, რამდენჯერ შუბლი ლულას მიადე. კაენ, საკუთარი სისხლია, კაენ, საკუთარი ხორცია, კაენ, სული არის ნისია, თითო მწუხრის ჟამის ლოცვიდან. ალბათ გეფიქრება წარღვნაზე, ალბათ გეჩვენება ბილიკი, სხეულს წამებისთვის ამზადებ და ძმას ეფერები სიკვდილით. თითქოს ყველაფერი დამთავრდა, გუშინ დაგესიზმრა მამალი, უფლის სიყვარულის მათარა, სადღაც გაგიტყდა და დამალე.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი