უბრალოდ
უბრალოდ ახლა გვიანია, რომ დამელოდო, ანდაც იფიქრო დავბრუნდები შაბათ-კვირისთვის, გაგეღვიძება წყალს გაატან სიზმარს მდელოსთან, და თავს მოიკლავ ოცნებებში, ანდაც პირიქით... უბრალოდ ახლა ყველაფერი არის სიცრუე, განმარტებები - „გეფიცები“ და მისთანები, შენ ნაპირიდან ნაპირამდე ლამობ მიცურო, ხვდები რომ ესეც ამაო და თავს ანებებ. უბრალოდ ახლა დამიჯერე უკვე აღარ ღირს, ვარკვიოთ ღამე როგორია, თეთრი თუ შავი, მომწყინდა - შენი სიყვარულის ვიყო მაღარო, რომელიც მხოლოდ იმედების ხარჯზე მუშაობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი