არეული ლექსი (ნ.ა.-ს)


ქალაქი ჩაითრია ამინდებმა ნათი,
უძველეს ჰაერს მერამდენედ ყლაპავ,
იძინებ, როცა თორმეტს აკლია ათი
და თვალებს ხუჭავ - სიზმრების ნაპრალს.

შენ ფიქრობ, დღეს უფრო უძლურია შიში,
ხარ უფრო ვინაიდან, უჩვეულოდ მშვიდი,
უყურებ ფანჯრებიდან ერთეულად შიშველ
ხეს... ცდილობ ფრთები ისევ გაიშალო.

მეც ასე თვალებით გაშიშვლებ და შენ კი
თვალებს ხრი დაბლა (ამით იტყუები თითქოს),
გსურს ისევ დაიყვირო, მერე კი ღრუბლებსაც შეყრი,
მე მოვალ დაგამშვიდებ... არაფერი მკითხო.

ქალაქი ჩაითრია ამინდებმა ნათი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი