სიყვარულის დემო-ვერსია
სუსტია თითების თითებზე ტკაცუნი, მცდელობა ნერვები ტკივილში დამალო, ქაღალდის თვითფრინავს ჰაერში ვაცურებ, ესკადრილიით, თუ მამაცი ამალით. დავეძებ დაკარგულ ბავშვობას გვირაბში, სწორედ იმ გვირაბში შიში რომ ბინადრობს, ეცემა სიცოცხლის ფასიც და ტირაჟიც, ამიტომ ვოცნებობ, ამიტომ მინდა დროს გავუსწრო, საათის ისრებით თუ გინდაც ავკინძავ ქვიშისგან წუთების თილისმას, გულისყურს დაგიგდებ ტკივილის ბუდიდან, შენს ლამაზ გალობას მივაწერ დილის ხმას. ყინულზე იწვოდა ტუჩები დილამდე, ვით ბავშვის თითები მაცივრის კედელზე, დავდივარ ქუჩებში ვალაგებ ფილაქნებს, მე ერთი უბრალო ოცნების მეთევზე.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი