ყირამალა


ვცხოვრობ ფიზიკურ სამყაროში, როგორც საგანი,
ვერთობი მავნე ჩვევებით და ვიცვლი იმედებს,
ფეხის თითიდან დაწყებული ნერვებს ვაქანებ,
მსურს შენთან ახლოს დავისვენო, თუნდაც კიბეზე - 

მაგ შენი სახლის, შენი ველის, შენი სხეულის,
შენი თვალების, შენი ტუჩის, შენი მუცელის,
ჩემმა ოცნებამ დაიჩემა პოზა შვეული,
მიზიდულობის ძალა დარჩა ისევ უცვლელი.

ფეხის თითიდან დაწყებული ნერვებს ვაქანებ,
მსურს შენთან ახლოს დავისვენო, თუნდაც კიბეზე...
ვცხოვრობ ფიზიკურ სამყაროში, როგორც საგანი,
ვერთობი მავნე ჩვევებით და ვიცვლი იმედებს,

ჩემმა ოცნებამ დაიჩემა პოზა შვეული,
მიზიდულობის ძალა დარჩა ისევ უცვლელი,
მაგ შენი სახლის, შენი ველის, შენი სხეულის,
შენი თვალების, შენი ტუჩის, შენი მუცელის…

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი