უდანაშაულო „დამნაშავე“
- ვფიცავა რომ ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სხვას, გარდა სიმართლისა... ხელში ბიბლია მიჭირავს, არ ვიცი შიგნით რა წერია, ან რატომ ვიფიცებ ბიბლიაზე, ფორმალობაა ყველაფერი, ფიციც ფორმალობაა და ამ ბოლოს ბიბლიაც ასეთივე გახდა. მე კაცი მოვკალი (ასე ამბობენ), ახლა კი ვდგავარ მსაჯულთა წინაშე (ჩემზე ცოდვილები არიან მსაჯულები, წარმომიდგენია რამდენი უდანაშაულო, რამდენი მარტოხელა დედა, რამდენი ოჯახის მარჩენალი მამა, რამდენი არასრულწლოვანი, დაუსჯიათ უსაფუძვლოდ). მოსამართლე ახალი მანტიით და არათითზე ოქროს ბეჭდით, ხელში ჩაქუჩით, სასაცილოა, ქართველი კაცი ფარით და ხმლით ვიცი მე... მე ახლა სხვა რა შემიძლია, უნდა ვაღიარო ის, რაც არც კი ვიცი... ადვოკატმა მითხრა - ასე აჯობებს შენთვისო, ის მაინც მითხარით, როგორ მოკლეს ის საწყალი, ხომ უნდა ვიცოდე, (ვითომ) რა დავაშავე, მეცინება, თუმცა სასაცილო არაფერია. - მე მოვკალი ბატონო მოსამართლე და ვნანობ ჩემი საქციელის გამო. - სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად. ... 15 წლის შემდეგ...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი