ნუცის


შენ ისე პატარა ხარ,
ასაკით,ასე - ორი წლის.
დაძინებამდე შეგიძლია აღარ იტირო.
მიჰყვები სიზმრებს ბილიკებით-ვარდით მოკირწყლულს
და ყველასაგან განსხვავებით უკეთ იცი რომ-
შენი სურვილი სუფთა არის,
როგორც აკვანი,-
რომელშიც წევხარ -
თვითონ გირწევს,ალბათ,უფალი.
(არ შეუძლია ვინაიდან ხელში აყვანა)
შენ გქვია ნუცა.
პატარა ხარ -
ასე, ორი წლის.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი