- ხუთი,მთელი,ხუთი -
ნახე! სამყარო ნაცრისფერი გახდა ძვირფასო, წყალში დაიხრჩო საკუთარი თავი მიდიამ, დედამიწაც კი მოტრიალდა დადგა ანფასით, რადგან თოლიას ოკეანე ფეხზე ჰკიდია, იდგა ზაფხული, უფრო სწორად ახლა მოვიდა სწორედ ამ დღიდან, ამ წუთიდან... მე ამ ღამიდან - გამოვიქეცი სხეულიდან, ანუ ომიდან, შენთან მოვედი, შენ კი კარი ვეღარ გამიღე. ვეღარ გამიღე, თუმც სურვილი იყო რაოდენ (მომეხსენება) დიდი, მაგრამ ალბათ ამაოდ, შენი ტუჩები ყველა ლოცვის შემდეგ ამბობენ, სიტყვებს - „საკუთარ თავზე მეტად მიყვარს! მამაო“... დილა ძაღლებით გალოკილი წვება ლოგინში, შენი თვალები ეცოდება უკვე უფალსაც, თითო ტკივილებს ერთჯერადი კოცნით მოგირჩენ, როგორც მჩევივია თვალებიდან ვიწყებ (თუ გახსოვს). ამ ლექსით ალბათ იმას ვამბობ, როგორ გნატრულობ, როგორ ვიხსენებ თითოეულ წუთს და შეხებას, მსურს ავიარო „ხუთი,მთელი,ხუთი“ სართული და სიკვდილამდე კიდევ ერთხელ მძინარს შეგხედო.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი