მილიონნახევარი წამი
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა იმის იქიდან, ან იქამდე, ანდაც პირიქით, ვიწყებ, ან უფრო ვიმეორებ წერას თავიდან, სადაც შევჩერდი, ვინაიდან ცრუა ყოველი მედღეხვალიე კაცისა და ზამთრის იგავი, ანუ ანდაზა, აფორიზმი, ანდაც ნოველა. ან რა აზრი აქვს, უკეთესად არის ვინ უფრო, გადმოაბრუნე საკუთარი თავი კედლისკენ, უფლის გარეშე დარჩენილმა უნდა იუფლო თვითონ, რადგანაც ისე დგება არის ეშმაკი, დაბადებიდან დაწყებული იცვამ საკაბეს, რომელსაც ვერვინ მოიხდენდა ასე - შენსავით. თუმცა იღვრები ცრემლებიდან იქით ცრემლებში, სამის ნახევარ საათივით თვალებს ამთქნარებ, ყველა ტკივილის მორჯულებას უცებ შეეშვი, რადგან არ გქონდა, ან ვერ ნახე შენი ადგილი, „მიცვალებულის“ სარეცელის გარდა და ახლა მთელმა ცხოვრებამ ჩაგიარა უკვე კადრივით. და მე გიყურებ, მეცინება თუმცა არაფრით, წარმომედგინე ვერასოდეს რადგან ასეთი... გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან. ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი